logo_geo
eng_logo
თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ბრალდებით ხუთ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
- +

9 მარტი. 2021. 19:09

 

თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ბრალდებით ხუთ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ  ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

 

საქმის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ბრალდებულს სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეეფარდა. რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეში სულ 28 ბრალდებული ფიგურირებდა, მათგან ცხრის, მათ შორის აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის საქმე ცალკე გამოიყო.

 

თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 2016 წლის დეკემბერში მოკლეს. მას ანკარაში გამოფენაზე გაუხსნეს ცეცხლი. თავდამსხმელი მევლუთ ალთინაში პოლიციამ მოკლა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner