logo_geo
eng_logo
პიტერ სტანო: ევროპარლამენტის დღევანდელი დებატები კიდევ ერთი ნიშანია, რომ ევროკავშირი ზრუნავს საქართველოზე
- +

9 მარტი. 2021. 21:50

 

 

“ევროპარლამენტის დღევანდელი დებატები კიდევ ერთი ნიშანია, რომ ევროკავშირი ზრუნავს საქართველოზე”, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში პიტერ სტანომ განაცხადა.

 

ევროკავშირის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, აღნიშნა, რომ ევროკავშირი თვალს ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და პოლიტიკური კრიზისის მალე გადაჭრა მათ ინტერესებშია.

 

„ევროკავშირი, უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი, ევროპარლამენტის წევრები ზრუნავენ თქვენზე, რადგან საქართველო ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. დებატებს უნდა შევხედოთ 16 მარტს დაგეგმილი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს კონტექსტშიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი თანამშრომლობისა და ურთიერთობის რეგულარული შეფასება. ევროპელი პარტნიორების გზავნილია: „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“. კარგად გვესმის, რომ რთული პერიოდია, მაგრამ ჩვენ ვართ თქვენთან და გვინდა საქართველოს კრიზისის გადაჭრაში დავეხმაროთ. თუმცა, საბოლოოდ თქვენ უნდა იპოვოთ გამოსავალი, რომელიც უნდა იყოს ევროპული. ეს ნიშნავს ინკლუზიურ მიდგომას, რომელიც დიალოგსა და პოლიტიკურ კულტურაზე უნდა იყოს დაფუძნებული. დემოკრატიაში პოლიტიკური კულტურა ნიშნავს ერთ მაგიდასთან მოლაპარაკებების წარმართვას“, - განაცხადა სტანომ.

 

 

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner