პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს" მიერ განხორციელებულ სამუშაოებს აფასებს:
„5 ლარს პენსიას რომ მოუმატებდა და საარჩევნოდ 20 ლიტრა საწვავს რომ დაარიგებდა და სულ მუდამ აყვედრიდა ხალხს, გახსოვთ?
ახლა ყური შეეჩვია არა, 200 მილ. ქონება აჩუქა ქვეყანასო? 500 მილ. ხარჯავს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობაშიო? ოპერის შეკეთება 47 მილ. დაჯდაო? თბილისი პანორამა არაო? ბოტანიკური ბაღი არაო? ციხისძირის პარკი არაო? შეკვეთილის 200 მილ. სასტუმრო არაო? განმუხურის საოცრება არაო? მხოლოდ ერთი ხე გვინდაო?
ყური შეეჩვია არა ქართველებო, არა?!
ბიძინა ივანიშვილის საოცრებებს ქვეყნისათვის და ხალხისათვის, არა? თუ ვინმე დიდი კაცი გამოგვერია ქართველებს, ისე დავკორტნით როგორც...?"- წერს კოპალიანი.