logo_geo
eng_logo
ანზორ ჩუბინიძე: სად არის დანაშაული? ვინ არის დაზარალებული? და რა რჩება სიუჟეტს - სამ ახლობელს შორის საუბრების უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები
- +

9 მარტი. 2021. 22:29

 

“დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელზეც მე რაიმე ტიპის ზემოქმედება მაქვს განხორციელებული. სად არის დანაშაული? ვინ არის დაზარალებული? და რა რჩება სიუჟეტს - სამ ახლობელ ადამიანს შორის საუბრების უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები და მოდელირებული ფორმით მათი წარმოდგენა”, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს ჩანაწერები უკანონოდ იყო მოპოვებული 2010-2011 წლებში და ჩანაწერების სამი ფიგურანტიდან ერთი არასრულწლოვანი იყო. ჩუბინიძე აცხადებს, რომ დანაშაული სწორედ ამ ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, მოდელირება და გავრცელებაა.

 

 

„ერთ-ერთმა ტელეარხმა 2010-2011 წლებში განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით წარმოგვიდგინა სიუჟეტი, რომელიც უხვად იყო დამძიმებული ძალმომრეობითი ქმედების ფოტო და ვიდეომასალით.

 

იყო ძალიან დიდი მცდელობა, რომ ეს მოქმედება 2016-2017 წლებში გადმოეტანათ. იყო ძალიან დიდი მცდელობა, რომ უკვე მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინოსანი ანზორ ჩუბინიძე დაედანაშაულებინათ რაღაც აბსურდულ ბრალდებაში, თითქოს დავდევთ ახალგაზრდებს. რა ხდება რეალობაში? ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2010-2011 წლებში „ქართუ ფონდის“ თავმჯდომარე იყო, ჩემს მიერ ხსენებულ შეხვედრებში არასდროს არ მიუღია მონაწილეობა.

 

დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელზეც მე რაიმე ტიპის ზემოქმედება მაქვს განხორციელებული. სად არის დანაშაული? ვინ არის დაზარალებული? და რა რჩება სიუჟეტს - სამ ახლობელ ადამიანს შორის უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები და მოდელირებული ფორმით მათი წარმოდგენა. ეს ჩანაწერები უკანონოდ იყო მოპოვებული 2010-2011 წლებში და სამი ადამიანიდან ერთი არასრულწლოვანი იყო. ეს არის დანაშაული? მე ვფიქრობ, რომ დანაშაულია ამის უკანონოდ მოპოვება, შენახვა, მოდელირება და გავრცელება“, - აცხადებს ჩუბინიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner