logo_geo
eng_logo
ანზორ ჩუბინიძე: ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ უკვე თქვა უარი ამ ჩანაწერებზე, მაგრამ გარკვეული ძალები საჭიროების შემთხვევაში ახერხებენ ჩანაწერებით ხელების მოთბობას
- +

9 მარტი. 2021. 22:30

 

 

“ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ უკვე თქვა უარი ამ ჩანაწერებზე, მაგრამ გარკვეული ძალები საჭიროების შემთხვევაში ახერხებენ ამ ჩანაწერებით ხელების მოთბობას”, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, თავის დროზე შესაბამისმა ორგანოებმა ფარული და უკანონო ჩანაწერები გაანადგურეს, თუმცა როგორც ჩანს მათი ანალოგებიც არსებობს.

 

„ქართული საზოგადოების სურვილი იყო, რომ მსგავსი ქმედება აღარასოდეს განხორციელებულიყო საქართველოში, თუმცა ვხედავთ, რომ ეს ხორციელდება და კარგად ვხედავთ საიდან და როგორ ხორციელდება.

თავისთავად, ის (ჩანაწერები) რაც აღმოჩნდა სტრუქტურის ხელში, ის განადგურდა, მაგრამ ფაქტი მეტყველებს, რომ კიდევ არსებობდა მისი ანალოგი და შესაბამისად ისევ გამოიყენეს. ვფიქრობ, საზოგადოება თვითონ გამოიტანს დასკვნებს“, - აცხადებს ჩუბინიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner