logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე აუდიოჩანაწერებზე: ამის მიზანი იყო ფალსიფიკაციით „ქართული ოცნებისგან“ მოძალადის გამოყვანა და საპროტესტო ტალღის აგორება
- +

9 მარტი. 2021. 22:39

 

 

 

ამ ყველაფრის მიზანი იყო კუდის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების ფალსიფიკაციით „ქართული ოცნებისგან“ მოძალადის გამოყვანა, ამით საზოგადოების გაბრაზება და საპროტესტო ტალღის აგორება. თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ბრაზდებიან ამ ყველაფრის შემკვეთები და შემსრულებლები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა.

 

„. რეალურად, როდესაც ეს ისტორია დაიწყო, ერთ მხარეს იყო კუდი, რომელიც ისმენდა და აშანტაჟებდა ყველას, მეორე მხარეს კი „ქართუ ფონდის“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და ივანიშვილების ოჯახის დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. როგორ განვითარდა მოვლენები? ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ უკვე მიხვდა, რომ ის მათთვის წარმოადგენდა საფრთხეს, ამიტომ 2010 წლიდან მათ მისი ოჯახის წევრების მოსმენაც დაიწყეს. როდესაც ბერა ივანიშვილმა Fაცებოოკ-გვერდი შექმნა და ეს იყო 2011 წლის დასაწყისში, მათ პრევენციის მიზნით დაიწყეს მასირებული შეტევა კუდის მიერ ორგანიზებული ჯგუფის მეშვეობით. მიმდინარეობდა ბულინგი, შანტაჟი, მუქარა, რითაც, ბუნებრივია, დაინტერესდა ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. დაცვის სამსახური არკვევდა, მოდიოდა თუ არა ამისგან რაღაც საფრთხე, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ იყო არაფერი ისეთი, ვინაიდან არსად მისულა ანზორ ჩუბინიძე ისე, რომ იქ რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ნიშნები ყოფილიყო“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner