logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ეს ტელესაროსკიპოები ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევიან
- +

9 მარტი. 2021. 22:47

 

 

 

 

 

“არსებობს ტერორიზმის სხვადასხვა ფორმა - ეს არის ფსიქოლოგიური ტერორიზმის ნიმუში. გამოსავალი არის მარტივი - უნდა გამოვრთოთ ეს ფსიქოლოგიური ტერორიზმი და აღარც ეს ლაპარაკი იქნება საჭირო და აღარც ვნებათაღელვა. ეს ტელესაროსკიპოები ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევიან და ისინი დარჩებიან ერთმანეთის პირისპირ”, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ვნებათაღელვა არის მხოლოდ ეკრანზე. საზოგადოებას სხვა ინტერესები აქვს, სხვა რამეზე ფიქრობს, სხვა პრობლემები აქვს. ჩვენ ვაიძულებთ, რომ გინდა თუ არა, ეს არის მთავარი თემა, სინამდვილეში კი ეს ასე არაა.

 

პანდემიაა მთავარი თემა ქვეყანაში, დასაქმება და განათლებაა თემა. მათთან კი დილა იწყება უბედურებით, გრძელდება უბედურებით, მთავრდება უბედურებით. როგორც წესი, იქ მიდის სიცრუის განხილვა. როგორც კი გამოვრთავთ ტელესაროსკიპოებს, დამთავრდება ეს თემა. ვერ გეტყვით, რომ უცებ ავშენდებით, მაგრამ დამშვიდდება ეს ქვეყანა და დავიწყებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner