logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საბოტაჟი და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები უნდა დასრულდეს
- +

9 მარტი. 2021. 22:49

 

 

 

“არავის დამარცხება თვითმიზანი არ არის, თუ ოპოზიცია კონსტრუქციულ ფარგლებში ჩაჯდება, არავის დამარცხება არ გვინდა”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

 

„ისინიც ქართველები არიან, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, ზოგი პირდაპირი მნიშვნელობით დამნაშავეა, ზოგი გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ არავის დამარცხება ჩვენ არ გვინდა, მაგრამ ასეთი საბოტაჟი და შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები უნდა დასრულდეს და მათი ეს ბოლო „გაფართხალება“ კრახით და მარცხით დასრულდება.

 

შეიძლება ეს ბოლო კრიზისული პერიოდი ჩვენმა ქვეყანამ გამოიყენოს პოზიტიურად, რომ ეს უთანასწორო ბრძოლა, სადაც ერთ მხარეს დგას ტყუილი, ბოროტება, წარსულში და აწმყოში და მეორე მხარეს დგას სიმართლე და საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, წარმოუდგენელია რომ საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა დამარცხდეს.

 

მთავარია ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და ეს პოლიტიკური ბრძოლა ქვეყნის გამარჯვებით დასრულდეს. ქვეყნის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომლის მხარესაც არის სიმართლე და ამას ვუსურვებ მე ჩვენს გუნდსაც და ჩვენს ქვეყანასაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner