logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი “ნაცმოძრაობაზე”: ამ ხალხს არ შეუძლია და არც აწყობს მშვიდობიანი პროცესი ქვეყანაში
- +

9 მარტი. 2021. 23:07

 

 

 

“ძალიან კარგად მახსოვს მასობრივი ტერორი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა, განსაკუთრებით იმჟამინდელ ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკაში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ, ის არნახული შეურაცხყოფა, დამცირება მათი და მათი ოჯახის წევრების”, - ამის შესახებ გიორგი ცაგარეიშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცახდა.

 

როგორც ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, იმისთვის, რომ ადამიანებს ქუჩაში არ გაეპროტესტებინათ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ამ ადამიანებზე ყოველდღიურად ზეწოლა ხორციელდებოდა.

 

„მთელი ამ წლების ტრაგიკულმა მოვლენებმა შემდეგ პროექცია ნახა ივანიშვილების ოჯახზე, იმიტომ რომ ყველაზე დიდი საფრთხე მათ იქ დაინახეს, სწორედ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახში და გადაწყვიტეს იგივე მეთოდები გამოეყენებინათ, რასაც იყენებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.

 

აი ეს პროცესი იყო მაშინ. რა თქმა უნდა იყო შეტევა ბერაზე, რა თქმა უნდა იყო შეტევა ოჯახის სხვა წევრებზე. ეს ადამიანები გვახსენებენ, უნდათ რო დაგვაკომპლექსონ და გვეუბნებიან: „წარსულში ნუ იყურებით, დავივიწყოთ ის უბედურება, რაც მაშინ დავატრიალეთ, წინ გავიხედოთ, აწმყოზე ვისაუბროთ“. დღეს 2021 წელია. საიდან იკვებებიან ეს ადამიანები? იმ კატასტროფიდან იკვებებიან. ისევ იქ, იმ ტრაგედიისკენ გაიხედეს. ისევ იმ ბინძურ საცვლებში ჩაყვეს ხელი, იქიდან ამოაძრეს ჩანაწერები, რომელთა კომპილაცია, გადაბმა, აკინძვა მოხდა. თვითონ გვახსენებენ თავის თავს მუდმივად. გვინდა ჩვენ ამის „დავიწყება“, გვინდა რომ წინ გავიხედოთ და უკან თვითონ გვექაჩებიან“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

მისი აზრით, ჩანაწერების გამოქვეყნების მიზანი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლაა.

 

„ჩონჩხები გამოალაგეს კარადებიდან, შეთხზეს ეს ყველაფერი და ზუსტად დაამთხვიეს 16 მარტს, როცა პრემიერი უნდა ჩაბრძანდეს ბრიუსელში, შარლ მიშელთან უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკება. ზუსტად დაამთხვიეს მის მიერ დანიშნული მომლაპარაკებლის ჩამოსვლას, რომ როგორმე ჩაშალონ ეს პროცესი, როგორმე უბიძგონ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ.

 

ამ ხალხს არ შეუძლია და არც აწყობს მშვიდობიანი პროცესი ქვეყანაში. მათ არ შეუძლიათ არჩევნებში ლეგიტიმური გზებით მონაწილეობა, იმიტომ რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ისინი ყველა არჩევნებში დამარცხდნენ და ასევე დამარცხდებიან მომავალ ათწლეულში. ეს რომ არ მოხდეს და მოკლე გზებით როგორმე მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, უნდათ ამ პროცესის დისკრედიტაცია, უნდათ როგორმე ჩაშალონ ეს ყველაფერი და აიძულონ საქართველოს ხელისუფლებას ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც მათთვის ხელსაყრელი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას ისინი ვერ ეღირსებიან“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner