logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რატომ ხდება, რომ როდესაც ყველაზე ჩიხურ სიტუაციაშია ქართული რადიკალური ოპოზიცია, მაშინ ხდება ხოლმე მაშველი რგოლი ოკუპანტი ძალის რომელიმე წარმომადგენელი?
- +

9 მარტი. 2021. 23:25

 

 

„რატომ ხდება ისე, რომ რასაც ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ლიდერი, იმას ლაპარაკობს დღეს რუსეთის საგარეო დაზვერვა, რატომ ხდება ისე, რომ რასაც ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ლიდერი, იმას ლაპარაკობს დღეს რუსეთის საგარეო დაზვერვა?“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა და რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმით, ოკუპანტი სახელმწიფოს განცხადებები ხშირად ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისას.

 

„ოკუპაციური ძალის ასეთი განცხადებები, საქართველოში რომელი ძალის წისქვილზე ასხამს წყალს, ვინ იყენებს ამას? ასევე, რატომ ემთხვევა ყოველთვის ყველაზე კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციებს?! რატომ ხდება, რომ როდესაც ყველაზე ჩიხურ სიტუაციაშია ქართული რადიკალური ოპოზიცია, მაშინ ხდება ხოლმე მაშველი რგოლი ოკუპანტი ძალის რომელიმე წარმომადგენელი, მაგალითად გავრილოვი, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ 2-3 ტელევიზია წერდა და ხვალ, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და ეს ევროკავშირის მედიაციის შედეგია, რატომ ხდება, რომ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადების გამოქვეყნება, რომელსაც ასე „წარმატებით“ იყენებს ოპოზიცია საქართველოში.

 

რატომ ხდება ისე, რომ ანტიდასავლური განწყობების შექმნის მცდელობა მაინც და მაინც ამ დროს ემთხვევა?! ასევე, რატომ ხდება ისე, რომ რასაც ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ლიდერი, იმას ლაპარაკობს დღეს რუსეთის საგარეო დაზვერვა. არავინ ამბობს თანამედროვე სამყაროში, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია დასავლურ სტანდარტებსა და აშშ-ს განწყობებს დაშორდა. ამას ლაპარაკობენ ოკუპანტები და ამას ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ არაერთი ლიდერი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner