logo_geo
eng_logo
ბერა ივანიშვილი: იყო მუქარა, რაღაც პორნოგრაფიული სურათები, სადაც წერდნენ ბავშვებს - თქვენთან მოვალთ, ბერა ვერ დაგიცავთ, ბერას კიბო აქვს...
- +

9 მარტი. 2021. 23:40

 

 

 

“მაშინ, ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემ გულშემატკივრებზე,  10-11 წლის ბავშვებზე მასიური, 100-200 კაციანი თავდასხმა”, -

ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილმა განაცხადა.

 

“ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, სადღაც  15-16 წლის თინეიჯერი ვიყავი. ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო,  რადგან აქამდე, ჩემს ცხოვრებაში ეს წყევლა კრულვა, მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ყველაზე შემაშფოთებელი კი იყო ჩემ გულშემატკივრებზე  - 10-11 წლის ბავშვებზე მასიური, 100-200 კაციანი თავდასხმა.

 

იქ იყო მუქარა, რაღაც პორნოგრაფიული სურათები, იქ წერდნენ ბავშვებს - თქვენთან მოვალთ, ბერა ვერ დაგიცავთ, ბერას კიბო აქვს... ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ აქ ეთერში ვერ გავიმეორებ, რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ - ისინი დაგვიკავშირდნენ, ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც კანონის, ეთიკის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები.

 

იქ იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანეზე, იქ ესწრებიან  საუბარს მისი მშობლები, უფროსები, მეზობლები და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება”, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner