“მე 2011 წლის დამკვეთებს, მათ, ვინც ამას ასრულებდა და 10-11 წლის გოგოებს აშინებდა და აგინებდა და დღეს ამ შავი პიარის მანქანის დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც გავაერთიანებ ერთი რამის ქვეშ - ჩემი აზრით, ამ ადამიანებმა ერთი რამ არ იციან - დედის სიყვარული”, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ბერა ივანიშვილმა განაცხადა.
„ჩემთვის წარმოუდგენელია ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით, მსგავსი საზიზღრობებით.
მე მიჩნდება კითხვა - სად იზრდებიან ეს ადამიანები? რაზე აქვთ პროტესტი? რომ მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად არამარტო ჩემი, ნებისმიერი მოქალაქის დედის, ოჯახის, ნებისმიერ საყვარელი ადამიანის სასტიკი, საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკაცმა, ჩემმა მეგობარმა პასუხი გასცა, ის უკვე დამნაშავეა, ის უკვე ტერორის მონაწილეა.
მით უმეტეს, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება, დამეთანხმებით რომ საერთოდ სხვა სიმაღლზე დგას და ეს უბრალოდ ასე არ გამოვა. მე მიმაჩნია, რომ ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც თავისი დედა, თავისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია“, - განაცხადა ივანიშვილმა.