logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ეცადონ, ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოიყვანენ
- +

10 მარტი. 2021. 01:34

 

 

„რადიკალურმა ოპოზიციამ მოიგონა ტერმინი „გაყალბებული არჩევნები“, რასაც ყველა სიტყვაში ატრიალებენ, თუმცა ამ პროექტმა არ გაამართლა. ეუთო/ოდრიმა სულ რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში, ძირითადი უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები და ა.შ.”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

 

“ამის შემდეგ, ემოცია რომ ვერ წამოიღო ამ „გაყალბებულმა არჩევნებმა“, იმიტომ, რომ ტყუილი იყო ამის საფუძველი, გამოიგონეს ახალი ნარატივი - მელია პოლიტმატიმარი. და აღმოჩნდა, რომ არც ამ ნარატივმა, არც ამ ცრუ კამპანიამ გაამართლა, რადგან სამართლებრივი ლოგიკა სხვანაირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც მელიას ქცევებს მოჰყვებოდა.

 

მან სახელმწიფოს უთხრა: „არ მაინტერესებს სახელმწიფო, არ მაინტერესებს კანონი“ და თავად გავიდა კანონის ჩარჩოებიდან, თავად მიიღო გადაწყვეტილება მისივე დაკავების შესახებ, დაემორჩილა მიხეილ სააკაშვილის გეგმას და ნარატივს. ამანაც ვერ აღაშფოთა საზოგადოება, იმიტომ, რომ სიმართლე არ იყო მის მხარეს.

 

დაბოლოს, როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნა დაიდო, როდესაც უკვე იცოდნენ, რომ სხვა გზა არ ექნებოდათ, უნდა დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს მაინც უწევთ, გამოიგონეს ახალი ნარატივი - „მოძალადე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები“. ამასაც არ აქვს პერსპექტივა, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ეცადონ, მაგალითად, ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოიყვანენ, არ გამოიძერწება ასეთი ნარატივი და ეს მესამე მცდელობაც იქნება წარუმატებელი“, - განაცხდა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner