logo_geo
eng_logo
ვიქტორ სანიკიძის თქმით, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მასზე და მის ოჯახზე ბულინგი ხორციელდება
- +

10 მარტი. 2021. 01:52

 

 

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვიქტორ სანიკიძის განცხადებით,  პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მასზე და მის ოჯახზე ბულინგი ხორციელდება. ამის შესახებ მან ტვ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

 

 

„პირველივე დღეს, როგორც კი საარჩევნო სია გამოაქვეყნეს, დაიწყო ბულინგი.

უფრო მეტად დარტყმა ჩემს ოჯახზე იყო და მომიწია მათთან მუშაობა, რომ ამისთვის ყურადღება არ მიექციათ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს კარგს არაფერს მოუტანს არც ჩემს ოჯახს, არც სხვას.

არიან ჩემი კოლეგები, რომლებზეც ძალიან მოქმედებს დღემდე ეს „ბულინგი“, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინიც გადალახავენ ამას, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა სანიკიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner