„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მასზე და მის ოჯახზე ბულინგი ხორციელდება. ამის შესახებ მან ტვ “იმედის” ეთერში ისაუბრა.
„პირველივე დღეს, როგორც კი საარჩევნო სია გამოაქვეყნეს, დაიწყო ბულინგი.
უფრო მეტად დარტყმა ჩემს ოჯახზე იყო და მომიწია მათთან მუშაობა, რომ ამისთვის ყურადღება არ მიექციათ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს კარგს არაფერს მოუტანს არც ჩემს ოჯახს, არც სხვას.
არიან ჩემი კოლეგები, რომლებზეც ძალიან მოქმედებს დღემდე ეს „ბულინგი“, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინიც გადალახავენ ამას, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა სანიკიძემ.