“გავაანალიზოთ ვის აწყობს ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია, საქართველოსთვის საზღვარგარეთ ცუდი იმიჯის შექმნა, მე მგონი ბავშვმაც კი იცის რომელ ქვეყნის ინტერესს ემსახურება ოპოზიციის ნაწილის საქციელი”, - ამის შესახებ კინორეჟისორმა ნიკუშა შენგელაიამ ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.
„ამ ოპოზიციას ოპოზიციის მეორე ნაწილი მძევლად ჰყავს აყვანილი, არ ვიცი ისინი თავის მომავალზე რას ფიქრობენ. დღეს არის განსაკუთრებულად დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა.
შევხედოთ დასავლეთი როგორ იქცევა, დაწყებული ევროსაბჭო, ევროპელები გეუბნებიან, ახლა არ არის ამის დრო, შებრძანდით პარლამენტში. შარლ მიშელი რომ იყო ჩამოსული, იმასაც როგორ მოექცნენ შეხვედრიდან მეორე დღეს, თავის წარმომადგენელს აგზავნის, რომ ამათი დატოვება მარტო არ შეიძლებაო, ეს სირცხვილია“, - აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.