logo_geo
eng_logo
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა “ნაცმოძრაობაზე”: ეს ძალა სადაც გაეკარება, იქ არის ერთგვარი სიბილწე, ქაოსი, შტურმი, ცილისწამება, მუდმივი შფოთი
- +

10 მარტი. 2021. 03:03

 

 

 

“გუშინ მართლაც საშინელი ფაქტი ვიხილეთ, რომელიც არ ვიცი, კომუნისტების დროს თუ მსგავსი როდის ხდებოდა”, - ამის შესახებ  დეკანოზმა მიქაელ გალდავამ მარტვილში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

“სამღვდელო კრებაზე შევარდნა ჟურნალისტების, ანგაჯირებული ხალხის, მრევლს მათ ვერ ვუწოდებ. რადგან მრევლი ასე არ მოქმედებს; სამღვდელოების გარკვეული ნაწილის, რომლებიც ყოფილი ჭყონდიდელი მღვდელმთავრის ხელდასხმული არიან. მძიმეა, როდესაც ეკლესიაზე და შენს მღვდელმთავარზე წინ კონკრეტულ პიროვნებას აყენებ და კერპის მსახური ხდები“, - დასძინა დეკანოზმა.

 

 

მან ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაზეც“:

 

 

„გარკვეულწილად ეს ძალა სადაც გაეკარება იქ არის ერთგვარი სიბილწე, ქაოსი, შტურმი, ლანძღვა, ცილისწამეგა, გინება. მუდმივი შფოთი. რაღაც არ ასვენები გამჩენი ამ ხალხს. ეს ცუდია. ეკლესიის საწყისები ისე, რომ რაც არის ერი, ის არის ბერი და არა პირიქით. ეკლესიაში ხომ ეს ხალხი მოდის. სამწუხაროდ, ისეთი ფაქტები ხდება, რომ როდესაც ადამიანები უყურებენ, ბევრ რამეს კარგავენ, რადგან იქ სამღვდელოებაც მონაწილეობს“, - განაცხადა დეკანოზმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner