logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: მიხეილ სააკაშვილი და „ნაცხროვა“ ასოცირდება სისხლთან, წამებებთან...
- +

10 ივლისი. 2016. 23:34



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პარალელს ავლებს და აღნიშნავს, რომ განსხვავება მართლაც შთამბეჭდავია:


 

„6 წელი გრძელდებოდა შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის მშენებლობა. ჭაობიან და გამოუსადეგარ ადგილზე 200 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, სადაც დასაქმებული იყო ასეულობით ადგილობრივი მცხოვრები. 9500 მაყურებელზე გათვლილი მსოფლიო დონის საკონცერტო დარბაზი დღეს სახელმწიფოს გადაეცემა. ეს დარბაზი გამოაცოცხლებს გურიის რეგიონს და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის მის გარშემო.

 

იმიტომ არიანნაცები" და მისი სატელიტები ბიძინა ივანიშვილის ყველა კეთილი საქმის მიმართ მტრულად განწყობილი, რომ მათი სულიერად ავადმყოფი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დანაცხროვა" ასოცირდება სისხლთან, წაგებულ ომებთან, ადამიანების მასობრივად დახოცვასთან და ადამიანთა წამებებთან.

 

ბიძინა ივანიშვილი კი მშენებლობასთან, ქველმოქმედებასთან და სახელმწიფოსთვის უანგაროდ გაწეულ დახმარებებთან არის დაკავშირებული!"- წერს მჟავანაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner