logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია „იბერია“ ცოტნე გამსახურდიას პასუხობს
- +

10 ივლისი. 2016. 23:42



ტელეკომპანია "იბერია" პოლიტოლოგ ცოტნე გამსახურდიას განცხადებას ეხმაურება.


ცოტნე გამსახურიდიას განცხადებით რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ის შეასაძლოა ვინმემ მოწამლა და მათ შორის ნახსენებია ტელეკომპანია "იბერია" სადაც სტუმრად ყოფნის დროს დალია წყალი... რომლის გემოც მისი თქმით არ მოეწონა. ჩვენის მხრივ ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია "იბერია " არის დაცული ობიექტი და შეაბამისად აქ მყოფი სტუმრებიც და თანამშრომლებიც არიან დაცულები. სრულიად გამოვრიცხავთ უცხო პირების შემოსვლას იმ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს წყალი, რომელსაც სვამს ყველა ჩვენი სტუმარი და ასევე წამყვანებიც.


მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია "იბერია" გამოთქვამს წუხილს რომ ჩვენთან მყოფი სტუმარი გადაცემის შემდეგ გახდა შეუძლოდ და ყველანაირ მზადყოფნას გამოვთქვამთ ვითანამშრომლოთ ყველასთან რათა დადგინდეს სიმართლე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner