-
+
10 მარტი. 2021. 11:04
„BioNTech“ -ის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი უგურ შაჰინი კომპანია „Pfizer“-თან დაგეგმილ პროექტებზე საუბრობს. კომპანია COVID19-ის ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინის წარმოებას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg TV ავრცელებს.
უგურ შაჰინი აცხადებს, რომ კომპანიები ვაქცინის წარმოების სიმძლავრეებს გაზრდიან. კერძოდ, 2022 წელს „BioNTech“ და „Pfizer“ კოვიდვაქცინის 3 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავენ.
კომპანიებმა უკვე გააფორმეს ხელშეკრულებები, და ბაზრისთვის 1,3 მილიარდი კოვიდვაქცინის მიწოდება იგეგმება.
„Pfizer“-ის პროგნოზით, კომპანია 2021 წელს მოგების სახით $15 მილიარდს მიიღებს.
https://imedinews.ge/ge/covid19/190811/bloomberg-biontech-da-pfizer-kovidvaqtsinis-3-miliardi-dozis-tsarmoebas-gegmaven