რაგბის კავშირის არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სარაგბო კლუბი „ლოკომოტივი“ განცხადებას ავრცელებს.
სარაგბო კლუბი ემიჯნება რაგბის კავშირში არსებულ დაპირისპირებას და მომხრეა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს. „ლოკომოტივი“ სოსო ტყემალაძეს უცხადებს მხარდაჭერას.
„უკვე ორი წელია ეს ამბავი გრძელდება. ჩვენ ვიდექით ირაკლის მხარეს. გვეგონა, შეძლებდა პროცესის მართვას, მაგრამ არ გამოვიდა. გამოჩნდა პიროვნება, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მას ფედერაციაც დაუდგება გვერდში. ეს ადამიანი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს პატიოსნად და ჩვენც მაგ მხარეს ვართ. თუ პატიოსნად მოიქცევა, ყველას გვეშველება ყველაფერი“, - აცხადებს „ქრონიკასთან“ თემურ ბენდიაშვილი, სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს დღეს აირჩევენ. დელეგატების რეგისტრაცია დიდუბეში, ექსპო ჯორჯიის საგამოფენო დარბაზში 13:00 საათიდან დაიწყება. პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ სოსო ტყემალაძე დარეგისტრირდა.