„ჩვენს ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზოგიერთ პიროვნებას და მრავალსა.. რთული იყო ჩვენი წარსული და აი ამ სირთულეში განსაკუთრებული როლი გამოიჩინეს განსაკუთრებულმა პირებმა.
ასეთი ორი განსაკუთრებული ადამიანი იყო გიორგი მთაწმინდელი და უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი კირიონ მეორე (საძაგლიშვილი)."-სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გიორგი მთაწმინდელისა და კირიონ მეორის ღვაწლზე იქადაგა და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებული როლი აქვს. პატრიარქმა უინსტონ ჩერჩილის სიტყვები გაიხსენა, რომ „არა ისტორია, არამედ ბიოგრაფიები".
მან ისაუბრა გიორგი მთაწმინდელის როლზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის განმტკიცების თვალსაზრისით. უწმინდესის თქმით, ასევე განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე პატრიარქს კირიონ მეორეს.
„შევთხოვთ ამ ორ წმინდანს, რომ მშვიდობა და ურთიერთგაგება სთხოვონ უფალს საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ ხედავთ, რამდენად რთულია თანამედროვე ცხოვრება. ძალიან ხშირად კაცობრიობა მიდის უფსკრულთან და არა მარტო მიდის, არამედ იხედება უფსკრულში. ღმერთმა დაიფაროს, დაგროვილია ისეთი იარაღი, რომ შეიძლება სიცოცხლე მოისპოს დედამიწაზე, ამიტომ წმინდათა ლოცვა გვიშველის ჩვენ",