-
+
10 მარტი. 2021. 12:52
„რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა უწყებამ „როსკომნადზორმა“ ქვეყანაში სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მომსახურების სიჩქარე შეანელა“, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ავრცელებენ.
უწყების განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ „ტვიტერმა“ აკრძალული კონტენტი საკუთარი ვებსაიტიდან აქ წაშალა.
„რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით და იმისთვის, რომ ინტერნეტ-სერვისი ვაიძულოთ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კანონმდებლობა დაიცვას, 2021 წლის 10 მარტიდან „ტვიტერთან“ დაკავშირებით მიღებულია ცენტრალიზებული რეაგირების ზომები, კერძოდ, რეგლამენტის თანახმად ნელდება მომსახურების სიჩქარე. შენელება განხორციელდება 100%-ით მობილური მოწყობილობებზე და 50%-ით სტაციონარული მოწყობილობებზე", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
https://www.interpressnews.ge/ka/article/645815-roskomnadzorma-rusetshi-tviteris-gamoqeneba-shezguda