logo_geo
eng_logo
თელავში მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
- +

10 მარტი. 2021. 12:57

 

თელავის რაიონულმა სასამართლომ მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

 

სხდომაზე დაკავებულის უფლებადამცველმა მოსამართლეს აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ლალი ჩაველაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რამაც შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

 

სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, თუმცა დუმილის უფლება გამოიყენა.

 

შემთხვევა თელავში, გოშაძის ქუჩაზე 7 მარტს მოხდა. 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა, რის შემდეგაც პოლიციას თავად აცნობა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/645806-telavshi-mshoblebis-da-bebiis-mkvlelobashi-braldebuls-patimroba-sheeparda

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner