logo_geo
eng_logo
სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება
- +

10 მარტი. 2021. 16:01

 

სოფელ აღაიანში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის  სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ აწარმოებს.

 

ამჟამად სოფელის ქუჩებში შიდა დაქსელვა და რეზერვუარის მშენებლობა  მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 2 437 956 ლარია.

 

„სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა მერიის ერთერთი პრიორიტეტია. სოფელს კი წლებია სასმელი წყლის პრობლემა მუდმივად აწუხებდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ  750  ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს სასმელი წყლის  მიწოდება და სოციალური პირობები გაუუმჯობესდებათ“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner