logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: საკანონმდებლო ცვლილების წარდგენის მეორე დღესვე არ მოხდება ვიზა-ლიბერალიზაცია
- +

4 მარტი. 2016. 13:18




საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,რომ ევროკომისია საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს უახლოეს პერიოდში წარადგენს.



საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ კომისია წარადგენ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ევროკავშირის საბჭოში და შემდეგ უკვე დაიწყება მისი განხილვა, რომელსაც სჭირდება საბჭოს გადაწყვეტილება, ევროკავშირის პარლამენტის გადაწყვეტილება და ასევე წევრი ქვეყნების თანხმობა. გადაწყდა, რომ ეს მოხდებოდა მიმდინარე კვირებში, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს დღეებში განხორციელდება.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო ცვლილების წარდგენის შემდეგ პროცესი მეორე დღეს დასრულდება.

ამ განხილვებმა შეიძლება გასტანოს რამდენიმე თვე. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და შესაბამისად, მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ საკანონმდებლო ცვლილების წარდგენის შემდეგ, მეორე დღესვე მოხდება ვიზა-ლიბერალიზაცია. მაგრამ გამომდინარე იქდან, რომ არ არსებობს არანაირი კითხვა საქართველოში განხორციელებული რეფორმებისადმი და საქართველოს მზადყოფნისადმი, იყოს სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის უვიზო მიმოსვლის და ურთიერთობების კუთხით, ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილებაც საბჭოს მიერ მიღებული იქნება მოკლე ვადებში.

ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს დღეებში მოხდება საკანონმდებლო ცვლილების წარდგენა, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner