logo_geo
eng_logo
ერევანში, პარლამენტის შენობასთან, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
- +

10 მარტი. 2021. 18:20

 

„სომხეთის ოპოზიციური გაერთიანება „სამშობლოს ხსნის მოძრაობის“ ორგანიზებით ერევანში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

აქციის მონაწილეები, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, სკანდირებენ: „სომხეთი ნიკოლის გარეშე!“, „ნიკოლ, გადადექი!“.

 

გუშინდელი აქციის დროს მომიტინგეებმა „ეროვნული კრების“ ორი შესასვლელი გადაკეტეს. მათ შესასვლელებთან კარვები გაშალეს იმისთვის, რომ დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალება არ ჰქონოდათ. თუმცა, დღეს პარლამენტის წევრებმა შენობაში შესვლა მაინც მოახერხეს და საპარლამენტო კომიტეტების შეხვედრები გამართეს.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/645893-erevanshi-parlamentis-shenobastan-nikol-pashinianis-gadadgomis-motxovnit-saprotesto-akcia-mimdinareobs

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner