logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკის მშენებლობა დაიწყეს
- +

10 მარტი. 2021. 18:48

 

ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის, „აკუიუს“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობა დაიწყეს. ატომურ ელექტროსადგურს მერსინის პროვინციაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე რუსული სახელმწიფო კორპორაცია, „როსატომი“ აშენებს.

 

რუსეთის პრეზიდენტმა მესამე ბლოკის მშენებლობის დაწყების დღესთან დაკავშირებულ ცერემონიაში მონაწილეობა ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიიღო.

 

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს.

 

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის ეროვნულ ენერგოინფრასტრუქტურაში ატომური ენერგიის დამატება ენერგომომარაგების უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული ნაბიჯია.

 

ერდოღანის განცხადებით, ატომურ ელექტროსადგურს ნახშირორჟანგის ნულოვანი დაბინძურება აქვს და გარემოს არ აზიანებს.

 

„აკუიუს“ სადგური ყოველწლიურად 35 მილიარდ კილოვატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთის ენერგომოხმარების დაახლოებით 10 პროცენტი იქნება.

 

https://1tv.ge/news/vladimer-putinma-da-rejef-taif-erdoghanma-turqetshi-atomuri-eleqtrosadguris-akuius-mesame-energoblokis-mshenebloba-daiwyes/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner