logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ელექტრონულად ხმის მიცემა გამორიცხავს ყველანაირ სპეკულაციებს დარღვევებთან დაკავშირებით
- +

10 მარტი. 2021. 19:07

 

„კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ძალიან სერიოზულია. ეს შეეხება როგორც ტექნიკურ მხარეს, ისე ფორმალურსაც. ტექნიკურში ვგულისხმობ ელექტრონულ ხმის მიცემას, რომელიც პირველად სწორედ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა განხორციელდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოესწროს და ხარვეზების გარეშე იმოქმედოს.

 

„ეს გამორიცხავს მომავალში ყველანაირ სპეკულაციებს იგივე დარღვევებთან დაკავშირებით, რატომ იგვიანებს ხმის დათვლა და ა.შ. რაც შეეხება ფორმალურ მხარეს, აქ ცვლილებები შეეხება ერთი მხრივ, ბარიერს და რაც მთავარია, რამდენი პროცენტი უნდა იყოს პროპორციული და რამდენი უნდა იყოს მაჟორიტარული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/190950/sozar-subari-eleqtronulad-khmis-mitsema-gamoritskhavs-kvelanair-spekulatsiebs-dargvevebtan-dakavshirebit

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner