განათლების ახალი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, „პრაიმტაიმთან" საუბარში, მანდატურების სისტემას აფასებს.
„მანდატურების სისტემა იმ სახით, რა სახითაც შეიქმნა, ნამდვილად არ მომწონს. მე გახლდით მაშინ კომაროვის სკოლის განვითარებაში ჩართული და ამხსოვს რომ მანდატური იყო საშიში. ბაშვებს, მანდატურით აშინებდნენ ხოლმე. მასწავლებელსაც ეშინოდა და მოსწავლესაც. სკოლა არ არის ის ადგილი, სადაც შიშით რამე კეთდება. ასე რომ მე ვიტყოდი, რომ პირველი მცდელობა კარგი არ იყო. მეორე, მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ რომ მანდატური სკოლაში უნდა იყოს. მე ვისურვებდი რომ სახელი შეეცვალოს. ეს არ იყოს მანდატური და კომენდატი. მე ვერ გეტყვით რა დავარქვათ, ვიმსჯელებთ ამაზე, მაგრამ ვიღაცა წესრიგს რომ აქცევდეს ბაშვების უსაფრთხოებას, ეს ძალიან ნორმალურია. სამწუხაროდ, ჩვენ ყველა სკოლაში ფსიქოლოგის სამსახური არა გვყვავს და ამ ფუნქციასაც მანდატურის სამსახური ითავსებს. მე მინდა რომ რებრენდინგი ჩავატაროთ."- აცხადებს ჯეჯელავა.