logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ
- +

10 მარტი. 2021. 21:12

 

“მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ”, - ამის შესახებ საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი  ლევან მამალაძე აცხადებს.

  

„ინფორმაცია მაქვს უკრაინული წყაროდან. „სბუს“ ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც მე ვიცნობ და მათ აქვთ ჩემთან კონტაქტი.

 

მათ აქვთ ტექნიკური საშუალებები, რომ ასეთი ინფორმაცია მოიპოვონ. მათ იცოდნენ მე სადაც ვიყავი, გამოვიდნენ კონტაქტზე. მე ვნახე და მოვისმინე ეს მასალა.

 

ეს მასალა შედგება ორი ნაწილისგან, არის სატელეფონო საუბარი და ვიდეოჩანაწერი, სადაც სააკაშვილი ტელეფონით საუბრობს. ადეიშვილთან საუბრობს და საუბარია ჟურნალისტების მოკვლაზე, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, აგინებს ოპოზიციას, რომ ვერ მოახდინეს რევოლუციური ფონის შექმნა და ამბობს რომ, ყველაფერი მისი, სააკაშვილის გასაკეთებელია. განიხილავენ ფინანსურ საკითხებს და ვინ უდნა შეასრულოს მკვლელობა.

 

მე არც ამ ხელისუფლებისგან მიმიღია რამე და სააკაშვილმა რა რეპრესიებიც მომიწყო, ყველასთვის ცნობილია. არანაირი პოლიტიკური ამბიციები მე არ მაწუხებს. ერთადერთი კაცი ვარ ვის მიმართაც სამართალი არ განახორციელა არცერთმა, არც ამ ხელისუფლებამ“, - ამბობს „ქრონიკასთან“ მამალაძე.

 

 

ცნობისთვის, ლევან  მამალაძემ საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა.

 

სააკაშვილის ხელისუფლებამ მას ბრალად დასდო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა და 2006 წელს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner