logo_geo
eng_logo
სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის გარდაცვალება სავარაუდოდ მკვლელობას უკავშირდება
- +

11 ივლისი. 2016. 02:35


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის გარდაცვალება, წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობას უკავშირდება.


როგორც 2030.news-ის კორესპონდენტი იუწყება, მკვლელობის ვერსიაზე პროკურატურისა ექსპერტიზის წარმომადგენლები საუბრობენ, რომელთა ინფორმაციით, ცხედრებზე ძალადობის კვალი აღინიშნება.


ცხედრებს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდებათ.


გარდაცვლილია დედა, ორი გოგონა და ერთი ვაჟი. სამივე არასარულწლოვანი იყო. შემთხვევა ქაშოტიანების ოჯახში მოხდა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner