logo_geo
eng_logo
მაია მწარიაშვილი: ყველამ ვიცოდით, რომ იმ ხელისუფლების პირობებში ტოტალური მოსმენები იყო
- +

11 მარტი. 2021. 00:36

 

„ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ იმ ხელისუფლების პირობებში ტოტალური მოსმენები იყო, მაგრამ ამ საქმეების გამოძიება არ მოხდა, რამაც დანაშაული წაახალისა“, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურის და შს სამინისტროს ხელთ მოხვდა და სხვადასხვა დანაშაულების გამოძიების პროცესში ვაწყდებოდით ხოლმე ფარულ ჩანაწერებს, მაგრამ ყველაზე მეტად, რასაც უნდა ეჩვენებინა სისტემურობა, თუ როგორ ორგანიზებულად მოქმედებდა სახელმწიფო, საკუთარი ორგანოების მეშვეობით უკანონოდ, ყველანაირი სანქციის გარეშე როგორ გვისმენდა და გვითვალთვალებდა თითოეულ მოქალაქეს, ყველაზე კარგად ჩანდა იმ საქმეში, როცა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის საქმე გამოივიძიეთ და პასუხისგებაში არაერთი პირი მივეცით.

ჩანდა, როგორ იყო სტრუქტურიზებული თავდაცვის სამინისტროს ეს დანაყოფი, როგორ უსმენდნენ, იწერდნენ, აპლიუსებდნენ და ა.შ“, – განაცხადა მწარიაშვილმა.

 

მისი თქმით, მეორე ძალიან დიდი არქივი იყო ე.წ. კასრების საქმე, რომლის გამოძიება არ მოხდა.

 

„მაშინ, ამ კასრებში ათასობით ჩანაწერი ამოვიდა. ამ არქივიდან რაღაც განადგურდა და რაღაც არა.

ჩვენ არ ვიცით, რადგან ეს საქმე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში არ ყოფილა, მაგრამ ეს საქმე არასოდეს არ გამოიძიეს. ამ საქმეზე გამოძიება არც დაწყებულა.

მხოლოდ ერთი დანაშაულის ეპიზოდი გამოიძიეს, მაგრამ ეს არ იყო ფარული ჩანაწერების საქმე. ჩვენ უნდა გამოგვეძიებინა, ვინ აკეთებდა ამ ჩანაწერებს, მინისტრიდან როგორ მოდიოდა ქვევით, ქვევიდან ზევით და ამ ათასობით ჩანაწერს რამდენი ადამიანი აკეთებდა“, – განაცხადა მწარიაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner