აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 1.9 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური დახმარებაა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აღნიშნულ დახმარების პაკეტის დამტკიცება ჯო ბაიდენის პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ.
ეკონომიკური დახმარების პაკეტიდან 400 მილიარდი დოლარი ამერიკელების უმრავლესობისთვის ერთჯერადი (1 400 აშშ დოლარის ოდენობით) დახმარებისთვის არის გათვალისწინებული.
350 მილიარდი დოლარი სახელმწიფო და ადგილობრივ მთავრობებს, ვაქცინის გადანაწილების დაფინანსების გაზრდასა და სკოლებს მოხმარდება.