-
+
11 მარტი. 2021. 10:46
აშშ-ის ისტორიაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა. ამის შესახებ გამოცემა „Politico“ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს აშშ-ში 3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მათი 1/3 კორონავირუსს ემსხვერპლა. სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებელი აშშ-ს ომიანობის დროსაც არ ჰქონია. მაგალითისთვის, მეორე მსოფლიო ომში 291 ათასი ამერიკელი დაიღუპა, ვიეტნამში - 47,4 ათასი, კორეის ომში კი 33,7 ათასი.
წყარო :