„ინდონეზიაში, დასავლეთ ჯავის პროვინციაში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავტობუსში საშუალო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. მათგან 39 გადარჩა. მაშველებმა გადარჩენილი ადამიანები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავი იყო.