-
+
11 მარტი. 2021. 12:38
ისრაელში არასრულწლოვანთა ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ „გარდიანი“ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
უწყების განცხადებით, „Pfizer/BioNtech“-ის ვაქცინით ქვეყანაში უკვე აიცრა 12-დან 16 წლამდე ასაკის 600-მდე მოზარდი. გვერდითი ეფექტები მათ არ გამოვლენიათ.
ვაქცინაციის ტემპით ისრაელი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. გასულ კვირას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა კორონავირუსი პრაქტიკულად უკვე დაამარცხა და აპრილიდან საზღვრების გახსნა დააანონსა.
წყარო :