logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ვცდილობთ ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებში
- +

11 მარტი. 2021. 13:42

 

„თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ვცდილობთ ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას იმ პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ“, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სწორედ ეს იყო განხილვის მთავარი საკითხები მისი უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში ვიზიტის დროს.

 

ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა თურქეთისთვის აზერბაიჯანის გამარჯვების მნიშვნელობას მთიანი ყარაბაღის ომში.

 

„ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ერის ღირებულებების სარკეა. თურქეთი მუშაობს კრიზისების მოსაგვარებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონს, მათ შორის კავკასიაში, სირიაში, ლიბიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ადამიანები განიცდიან დევნას ან რაიმე სახის კატასტროფას, თურქეთი მიდის დასახმარებლად, ამ ხალხის ენის, რელიგიისა და რასის მიუხედავად“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner