logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: მეორეხარისხოვანია, კოალიციას დაემუქრება თუ არა დაშლის საფრთხე…
- +

4 მარტი. 2016. 13:20



პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელშიც ამბობს, რომ კონფლიქტმა კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო და პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას.


პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" კომენტარი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა გააკეთა. მისი თქმით, ამ განცხადების შემდეს ქვეყნის ინტერესებმა წინ წამოიწია.


„პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი, კოალიციას დაემუქრება თუ არა დაშლის საფრთხე ეს უკვე მეორეხარისხოვანია, მთავარია ქვეყანას არაფერი დაემუქროს. მიმაჩნია, რომ  ამ განცხადების შემდეგ ქვეყნის ინტერესებმა წინ წამოიწია და პარტიული ინტერესები მეორეხარისხოვანი გახდა", - ამბობს თამაზ მეჭიაური.



პრემიერ-მინისტრის განცხადება იხილეთ ლინკზე

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=1402





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner