logo_geo
eng_logo
ბათუმის მერიამ ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავების საკითხზე დაიწყო მუშაობა
- +

11 მარტი. 2021. 16:20

 

 

ბათუმის მერიამ ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავების საკითხზე დაიწყო მუშაობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

 

გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული იქნება პოტენციური ველომომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საჭიროებები, ასევე ასახული იქნება ინფრასტრუქტურასა და დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გეგმის მიზანია ქალაქში ველოსიპედით გადაადგილების პირობების გაუმჯობესება.

 

არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმის მერია აქტიურად მუშაობს მწვანე სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზების პროექტზე.

 

„პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ველოსიპედით მოსარგებლეთა გადაადგილების გენერალური გეგმის შემუშავებაა, რაზედაც ჩვენ მუშაობა დღეს დავიწყეთ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, მივიღებთ ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც მნიშვნელოვანია მომხმარებელთა სერვისების გასაუმჯობესებლად და მწვანე სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზებისათვის“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

მისივე თქმით, პრაქტიკულად, რამდენიმე თვეში მზად იქნება პროექტი, რომელიც გაიზიარებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და იქნება მორგებული ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე.

 

ველოსიპედით გადაადგილების გენერალური გეგმის შემუშავება ხორციელდება „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ (Mobility4Cities) - რეგიონულ პროგრამასთან თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner