ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ვერ შედგა.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეფერენდუმში 1628 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც აფხაზეთის მცხოვრებლების 1,23%-ს შეადგენს. შესაბამისად, რეფერენდუმი ოფიციალურად არშემდგარად ჩაითვალა.
რეფერენდუმში მონაწილეთაგან ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარებას 46,07%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მისცა ხმა 46,74%-მა. 117 ბიულეტენი გაბათილდა.
ოპოზიცია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მან ყველაფერი გააკეთა რეფერენდუმის ჩასაშლელად.