logo_geo
eng_logo
პარიზში ევრო 2016-ის ფინალური მატჩის შემდეგ პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა
- +

11 ივლისი. 2016. 10:32


პარიზში ევრო-2016-ის ფინალური მატჩის შემდეგ პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.



საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში, ასევე სტად-დე-ფრანსთან, სადაც მატჩი გაიმართა, არეულობის დროს სამართალდამცველებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს.



არეულობა მას შემდეგ დაიწყო,რაც პოლიციამ გულშემატკივართა ნაწილი ეიფელის კოშკთან მდებარე ფან-ზონაში არ შეუშვა. პოლიციის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა მაქსიმალური რაოდენობის გულშემატკივარი - 90 ათასი.



2016 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner