logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: კომპრომისის საშუალებას ვერ ვხედავ და ამის თქმის უფლებას პროცესების განვითარების ლოგიკა მაძლევს
- +

12 მარტი. 2021. 02:14

 

“მე კომპრომისის საშუალებას ვერ ვხედავ და ამის თქმის უფლებას პროცესების განვითარების ლოგიკა მაძლევს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

 

„იმიტომ, რომ ამოცანებია აბსოლუტურად განსხვავებული. აქ ხომ მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი, არიქა, არჩევნები გაგვიყალბეს და თავიდან ჩავატაროთო?! ეს დღეს პირველად თქვა სამადაშვილმა.

 

ვთვლი, რომ გაერთიანებული ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ამოცანა ნათელი იყო და ეს იყო – თქვენ წადით, ჩვენ უნდა მოვიდეთ, ძალაუფლება გადმოგვაბარეთ. მთელ ამ ვითარებას საზოგადოების ერთი ნაწილი აი, ასეთი ფორმით აღიქვამს, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, ძალაუფლებას არავითარ შემთხვევაში არ გადმოგაბარებთო. აი აქ, მე ვერ ვხედავ კომპრომისის ადგილს“, – განაცხადა არეშიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner