logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციას მთელმა ევროპამ მოუწოდა, პარლამენტში შესულიყვნენ, ამიტომ, ძალიან გასაკვირია საუბარი იმაზე, რომ ევროპა მხოლოდ ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხს
- +

12 მარტი. 2021. 02:29

 

 

“ელჩებმა ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს და ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, მაგრამ ეტყობა, მათი წონითი კატეგორია არ ჰყოფნიდა იმ ყინულების გატეხვას, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და ახლა უკვე უფრო ძლიერი ჩართვა გახდა საჭირო”, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში შეკითხვას, რატომ ვერ მოხერხდა მხარეებს შორის შეთანხმება და რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებებს მედიაციის ფორმატში.

 

მისი თქმით, ოპოზიციას მთელმა ევროპამ მოუწოდა, პარლამენტში შესულიყვნენ და იქიდან ებრძოლათ, მაგრამ ოპოზიციამ ეს არ გააკეთა.

 

 

„ოპოზიციას მთელმა ევროპამ მოუწოდა, პარლამენტში შესულიყვნენ და იქიდან თავქუდმოგლეჯილებს ებრძოლათ და ვინ არ შევიდა პარლამენტში?! პარლამენტში შესვლის ბარიერი ვინ იყო, ოპოზიცია თუ ხელისუფლება?! ამიტომ, ძალიან გასაკვირია, როცა საუბარი მიდის იმაზე, რომ ევროპა მხოლოდ ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხს. მათ ქუჩა არ უნდათ, რომ იყოს და ეს სრულიად ბუნებრივია“, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

მისი თქმით, უცხოელებს არ სჯეროდათ, როცა უყვებოდნენ ამბავს, თუ როგორ გადააგდო ნიკა მელიამ სამაჯური და თქვა, რომ ვერ დაიჭერდნენ, რადგან პარტიის ლიდერი ასე არ უნდა იქცეოდეს.

 

„უცხოელებს ამბავს რომ უყვებოდნენ, არ სჯეროდათ, რომ პარტიის ლიდერი ასე იქცეოდა, როცა სამაჯური გადააგდო და თქვა, ვერ დამიჭერთო, რადგან პარტიის ლიდერი იქცევა ისე, როგორც არა პარტიის ლიდერი, არასოლიდურად და ესაა პრობლემა“, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner