logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: პაპაჩემის დაბრუნება უფრო რეალურია დიდი სამამულო ომიდან, ვიდრე ამათი, მაგრამ ნერვები, დრო და ენერგია ხომ მიაქვთ?
- +

12 მარტი. 2021. 02:39

 

 

მონათა გაერთიანება, სახელად ოპოზიცია

და დიდი კაცის სტუმრობა საქართველოში

დიდი კაცის, შარლ მიშელის,  ჩამოსვლა ხელისუფლებამ ჩვეულებრივად გადააგორა, არც ირაკლი ღარიბაშვილი დამდგარა მუხლებზე და არც სხვა ვინმე, მიიღეს პატივისცემით და გააცილეს პატივისცემით.

აი, ე.წ. ოპოზიცია კი ნამდვილად საცოდავი სანახავი იყო. ერთი-ორი თვის წინ, როცა ჩვენი უცხოელი პარტნიორები მოუწოდებდნენ, არჩევნები არ გაყალბებულა, შედით პარლამენტში, საქმე აკეთეთო, მაშინ ამტკიცებდნენ, რომ არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, ჩვენს საშინაო საქმეებში ჩაერიოსო. მეტიც, ყველა გამოლანძღეს, ყველას კორუმპირებული უძახეს, ყველას ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდული უწოდეს.

ახლა კი… ახლა, თურმე მათი და მით უფრო ევროსაბჭოს პრეზიდენტის სიტყვა ყოფილა უზენაესი და წმიდათა წმიდა.

 

როგორც უკვე გითხარით… შეიკრიბნენ ორბელიანების სასახლეში, სადაც ახლა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბინადრობს… შეიკრიბნენ ღრეჭვა-ღრეჭვით პირმომცინარნი, ფარისეველნი, დებილნი, კრეტინნი და თავად მონანი, სხვას რომ ეძახიან დამამცირებელი განზრახვით მონებს. აქეთ ცალკე ისხდნენ შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი, აქეთ – ესენი, სრულიად უაზრონი.

 

დაახლოებით ერთ საათში გამოცვივდნენ და დაიწყეს ტელეკამერების წინ ბოდიალი – კონსტრუქციული შეხვედრა იყოო… შევთანხმდით, რომ… უახლოეს ხანში უნდა შევთანხმდეთო.

დიახ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაგვიმართა ევროპიდან ჩამოსულმა დიდმა კაცმა, აბა რა ეგონა ბიძინა ივანიშვილსაო? – რაზე შეთანხმდითო? – ეკითხებიან ჟურნალისტები. იმაზე შევთანხმდით, რომ უახლოეს ხანში აუცილებლად რაღაცაზე შევთანხმდებით და თუ არ შევთანხმდებით, ეს იქნება “ქართული ოცნების” დასასრულიო… აი, რაც მთავარიაო, ძალიან სასიხარულო ამბავი გახლავთ, რომა… ევროპამ არ მიგვატოვა, ევროპა გამადიდებელი შუშით გვაკვირდება და იმედი აქვთ, რომ აუცილებლად შევთანხმდებითო.

 

ვუყურებდი ტელევიზორში ამათ ხუნტრუცს და თვალწინ დამიდგა, როგორ სტუმრობდნენ ამათი გამყიდველი წინაპრები ისპაჰანს, ან მასპინძლობდნენ ისპაჰანიდან ჩამოსულ ე.წ. სტუმრებს.

დარწმუნებული ვარ და ისტორიული წყაროებიც გვამცნობენ, რომ ამათი წინაპრები ღალატის გზას იყვნენ დამდგარნი თავიანთი კეთილდღეობისა გამო. მიდიოდნენ, მიჰქონდათ საჩუქრები, რათა მიეღოთ ჩინ-მედლები, წოდებები და ათასნაირი ჟღარუნ-ჟღურუნები. ჩამოდიოდნენ, ხვდებოდნენ მუხლებმოდრეკილნი, რათა მიეღოთ წყალობა, ოქროს უზალთუნები და ისევ ჟღარუნ-ჟღურუნები. ისინიც სწყალობდნენ – ხან სპარსნი, ხან ოსმალნი, ხან არაბნი, ხან სელჩუკნი, ხან მონღოლნი და რაც მთავარია, რუსნი.

 

ოოო… რუსთა წყალობა ვნახეთ, საკუთარი თვალითა ვნახეთ და კიდევაც ვხედავთ, ეს პროცესი ჯერაც არ დამთავრებულა.

აი, ისინი, ევროპელ სტუმრებს რომ ეგებიან ფეხქვეშ და პირში უცინიან, რუსების დავალებებს ასრულებენ, რუსების მონები არიან.

ახლა არ მკითხოთ, ეს როგორ, თუ ევროპიელებს ფეხებში უგორდებიან და მუხლებს უკოცნიან, რუსეთის მონები რანაირადღა არიანო? ეს ყველაფერი მხოლოდ მოჩვენებითია, ფარისევლობაა, რეალობა კი სხვანაირია.

თუნდაც ერთი მაგალითი ავიღოთ: 2008 წლის აგვისტოში ჩვენი ბიჭები მტერს უზაროდ შეაწყვიტეს? დიახ, შეაწყვიტეს! 200-მდე სოფელი რუსებს გადაულოცეს? გადაულოცეს! კოდორის ხეობა, რომელსაც სამი თვით ადრე ზემო აფხაზეთი უწოდეს, გასროლის გარეშე დათმეს? დათმეს! 2008 წლის 9 აგვისტოს “ნაცებმა” უამრავი ქონება თითო ლარად გადაიფორმეს? გადაიფორმეს! 70-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადაუფორმეს? გადაუფორმეს! ომის შემდეგ უნიჭო ფილმში 40 მილიონი დოლარი დახარჯეს? დახარჯეს!

 

რომელი ერთი ჩამოვთვალო, სულ რუსულ საქმეებს აკეთებენ, სულ ღალატის გზას ადგანან და ამიხსენით, პროდასავლელები საიდან გამოდიან? ყველაფერს თავი დავანებოთ, შეხედეთ მათ ფიზიონომიას, ქცევას, სიტყვა-პასუხს, მანერებს, განათლებას, რა ეტყობათ ევროპიელობისა, ან ამერიკანელობისა, ან კიდევ რამე ცივილურობისა? ველურები არიან, ველურად გაზრდილები, ტყიდან გამოცვივნილები. ხშირად მგონია, ესენი ტყიდანაც გამოყარეს, იქაც ძალიან ცუდად იქცეოდნენ!

მეც ვარ, რააა!

ტყიდან გამოყარეს-მეთქი… ტყიდან კი არა, ესენი გამოქვაბულის ბინადრები არიან დღემდე. მერე რა, რომ “მანქნებით” დადიან და ფეშენებელურ სახლებშიც ცხოვრობენ, მაინც გამოქვაბულის აზროვნება აქვთ. შეიძლება კომფორტში ცხოვრობდე, კარგს სვამდე, კარგს ჭამდე, მოდურად იცვამდე, მაგრამ მაინც ქაჯივით გამოიყურებოდე. არა, გამოიყურებოდე კი არა, შეიძლება ქაჯი იყო.

 

დიახ, ჩვენ ზუსტად ასეთ ქაჯებთან გვაქვს საქმე. მათი წინაპრებიც ქაჯები იყვნენ და ამიტომაც დადიოდნენ ისპაჰანსა თუ პეტერბურგში საჩივლელად, მოდით, დაგვსაჯეთ, ტერიტორიები წაგვართვით, სანქციები დაგვიწესეთო. სანქციებიო, ხალხო, მობრძანდით, დაგვიწესეთ, ამ ქვეყანას დედა მოუ**ანითო, ჩვენ ეგრე გვაწყობსო.

ესენი ყველას ერჩიან, ვინც კი ამ ქვეყნისთვის ოდნავ მაინც გაირჯება. ამათ ესროლეს ილია ჭავჭავაძეს. კაცმა – ილია ვარ, არ მესროლოთო. რას ამბობ, ილია რომ ხარ, სწორედ ამიტომ უნდა გესროლოთო!

რაღა შორს წავიდეთ? აგერ, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნახევარი გაყიდეს, გაასხვისეს და ახლა ამტკიცებენ, ჩვენი არ არისო. რომ ეკითხები, რატომ არ არისო, გპასუხობენ: საიდან არი შენი, როცა შენი არ არიო? ულოგიკობა მინახავს, ძალიან დიდი სიგიჟეებიც მინახავს, მაგრამ ეგეთი? არ ვიცი, არ მახსენდება.

 

ამათ ესროლეს ზვიად გამსახურდიას. დიახ, ამათ, ამჯერად იქ ვიყავი, საკუთარი თვალით ვნახე. ის კი არა, სროლამდე ერთი დღით ადრე პარლამენტის შენობას ცოცხალ ჯაჭვად შემოვერტყით და ვიხვეწებოდით, არ ისროლოთო. მეამაყება, იმ ჯაჭვში ერთი რგოლი ვიყავი. მაინც ისროლეს.

ქაშუეთიდან ისროლეს, ეკლესიიდან, სალოცავი ადგილიდან. დაამხეს და აამტუტეს ირგვლივ ყოველივე. შემდეგ გაქანდნენ მოსკოვში და ჩამოიყვანეს თავიანთი ბაბუ, სინამდვილეში კი თეთრი მელა.

 

ერთადერთი გამონათება ამ ქვეყანას ჰქონდა დავით აღმაშენებლის პერიოდში. ეგეც ვიცით, რატომ. მოღალატეები სარზე რომ გასვა, იმიტომ. ახლა სხვა დროა, დემოკრატიაა, ლუპებით გვაკვირდებიან, ახლა სარზე ვერ გასვამ… თუმცა, არსებობს მეთოდები კანონისა და სამართლიანობის აღსადგენად. ეს აუცილებელიც კია.

 

აგერ, მოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა, კანონი უნდა აღსრულდესო. მანამდე ვინმე ნიკანორ მელია სახელმწიფოს ეჯღანავებოდა, არც გადავიხდი, ვერც დამიჭერთო. დაიჭირეს, ერთი უბადრუკი მოპოლიტიკოსო ელემენტი დაიჭირეს, კომფორტულ ზონაში შეაგდეს.

მეორე დღესვე დაიწყეს მისი წერილების კითხვა პირდაპირ ეთერებში ჩაჯვი გვარამიამ და ნოდარა მელაძემ პერფორმანსულ სტილში, ტალახისგან გმირის გამოძერწვა სცადეს, მაგრამ ჩემი ფეხები, ძონძის მეტი ვერაფერი გამოძერწეს. საერთოდ ეგრეა, ჭუჭყიდან მხოლოდ ძონძი იძერწება, მეტი არაფერი.

 

რამდენი რამე აქვს გასასწორებელი ირაკლი ღარიბაშვილს ამ ქვეყანაში? კარგად რომ დავფიქრდეთ, შეიძლება იმდენი, ერთი ადამიანის ძალას, თუნდაც ერთი ხელისუფლების ძალას რომ აღემატება.

ნახავ საქმეს, ჩაეძიები, გამოიკვლევ, აშკარად ღალატია ჩადენილი, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვეღარ გამოასწორებ – ან ისეთი ხელშეკრულებაა გაფორმებული, გამოსწორებას აღარ ექვემდებარება, ან კიდევ უკვე გაჩუქებულია და უკან ვეღარ დაიბრუნებ. წესით, ვინც კოდორის ხეობა გააჩუქა, დასაჭერია, თანაც სამუდამოდ, მაგრამ რა? კოდორის გამჩუქებლები აქეთ გვიტევენ, ხელისუფლებაში უნდა დავბრუნდეთო. იქამდე გვერდები არ აუდგეთ, სანამ არ დაბრუნდებიან, პაპაჩემის დაბრუნება უფრო რეალურია დიდი სამამულო ომიდან, ვიდრე ამათი, მაგრამ ამ კეთილებმოტ…ნულებს ნერვები, დრო და ენერგია ხომ მიაქვთ? ჰოდა, ეს ნერვები, დრო და ენერგია მენანება.

 

ახლა მეუბნებიან, ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს ბრიუსელში უნდა ჩავიდეს და ოპოზიციასთან მოლაპარაკების შედეგები უნდა ჩაიტანოსო. თუ ვერ ჩაიტანს, მორჩა, ეს ხელისუფლება გადაყენებულიაო.

 

ნორმალურ ადამიანს ამაზე უნდა ეცინებოდეს, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ჩვენში არ არის ნორმალური. ოდესღაც წიგნიერი საზოგადოება ასე თუ დეგრადირდებოდა და აზროვნების უნარს დაჰკარგავდა, ნამდვილად არ მეგონა.

 

სწორი თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, ცხელ თავებთან მოლაპარაკება კი არა, დალაპარაკებაც არ შეიძლებაო. ვისაც საქართველოში რევოლუცია უნდა, მასთან დალაპარაკება გამორიცხულია, ევროპიიდან კი არა, მარსიდან რომ ჩამოვიდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, არანაირი შედეგი არ დაიდება – ქართველების 99 პროცენტს კიდევ ფეხებზე გვკიდია, ესენი პარლამენტში შევლენ თუ არა.

ისე, წესით, ბრიუსელში ჩასულმა ღარიბაშვილმა იმათ, იმ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა მოახსენოს, რომ საქართველოში ე.წ. ოპოზიცია არის იქ, სადაც უნდა იყოს – ქუჩაში, ანუ ტლაპოში.

ეგრეა, ერო და ბერო, მე იმაზე კი არ ვნერვიულობ, საზღვარგარეთიდან დიდი კაცები რომ ჩამოდიან და ჭკუაზე გვარიგებენ, ამაზე უკვე მოგახსენეთ – ეს დიდწილად მოღალატეთა სურვილით ხდება. შეიძლება ძალიან ბევრს არც კი უნდა, რომ ჭკუაზე დაგვარიგოს, მაგრამ იქით ვეხვეწებით და ისინიც გვარიგებენ.

 

შარლ მიშელმა წასვლისას თქვა, საქართველოში თვალები ამეხილაო. ე.წ. ოპოზიციონრებმა ეს თავიანთებურად მოთარგმნეს, ნახეთ, კაცმა დაინახა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეშიაო.

ხელისუფლებამ თქვა, კაცმა დაინახა, ვისთან აქვს საქმე, ჯერ ტრაპზე ფეხი არ ჰქონდა შედგმული, პარლამენტში მოცვივდნენ და პიკეტირება მოინდომესო. სიმართლე თქვა ხელისუფლებამ, ამათთან ლაპარაკი არ შეიძლება, ამათ უნდა ირბინონ და მუდამ იკოტრიალონ ტლაპოში. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც ტლაპოში კოტრიალობდნენ, ამიტომაც ჩაიდინეს ამდენი დანაშაული.

ერთხელ ჩამოვიდა ი დიდი კაცი საქართველოში და უცებ აეხილა თვალები. ესენი აქ ცხოვრობენ, აქ “მოღვაწეობენ” და თვალები კი არ აეხილათ, ყურთაც დააკლდათ სმენადობა. ესეც ჩვენი ბედია, როგორმე უნდა გადავაგოროთ და გავიდეთ სამშვიდობოს.

ისე, დიდი კაცის სტუმრობა, ნუ გგონიათ ხუმრობა!

 

გელა ზედელაშვილი

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner