logo_geo
eng_logo
მაია და გუკა რჩეულიშვილები დღეს პროკურატურაში არიან დაბარებულები
- +

11 ივლისი. 2016. 10:45


მაია გუკა რჩეულიშვილები დღეს თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებულები.

 

 

კომპანია „ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ გუკა რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში 11:00 საათზეა დაბარებული, ხოლო ის - 13:00 საათზე.


 

ჩვენების მისაცემად ვარ დაბარებული. საქმე მაგნოლიას" პროექტს ეხება. მე მივალ, გუკა - არ ვიცი, ის საერთოდ არ ჩანს. არაფერი ვიცით გუკაზე, სად არის. ეს საერთოდ ჰგავს პოლიტიკურ დევნას. გუკა საერთოდ არაფერ შუაშია. ყურით მოთრეული ამბავია", - განუცხადა ინტერპრენიუსს" მაია რჩეულიშვილმა.



მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, მხარე არის ის და თუ ვინმე შეიძლება დავობდეს, ეს თავადაა.


 

„ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი კვლავ საუბრობს მის წინააღმდეგ ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის დაინტერესებაზე.



„ერთ-ერთ ობიექტს ერთად ვაშენებდით. კბილაშვილის იყო მიწა, ჩემი - აშენებული შენობა. ეს არის ობიექტი „ქორთიარდ-მარიოტის" ეზოში. ბლოკით აშენებული კარკასული შენობაა. კბილაშვილმა ხარვეზიანი მიწა მომცა - 20 თუ 30 კვ.მ. მეზობლის იყო. იქ ავაშენეთ და ვეღარ დავამთავრეთ, რადგან სესხის აღება რომ მინდოდა, რათა დამემთავრებინა, მილიონი დავხარჯეთ. სესხზე გვითხრეს, რომ არ მოგვცემდნენ, რადგან მიწა ხარვეზიანი იყო. მერე რა თქმა უნდა, უნდოდა წართმევა, რომ „დროზე რატომ ვერ ააშენე". ჩემთან სულ ასეა, სულ გამოძალვაა - სახლების აშენება უფულოდ უნდათ", - აცხადებს მაია რჩეულიშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner