გუკა რჩეულიშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, უცნობია, თუ სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
„ჯერ დავუკავშირდებით გუკას, შემდეგ ალბათ თვითონ გადაწყვეტს გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩაგვაბარებენ დოკუმენტებს და ვნახავთ, თუ რას გვედავებიან. არ ვიცი, სად არის, ვერ დაუკავშირდნენ მისი მშობლები. ბატონი ვახტანგ რჩეულიშვილი ვნახე. მან მითხრა, რომ შეეცდებიან დაკავშირებას და ეტყვიან, რომ გამოცხადდეს პროკურატურაში. როგორც ვიცი, აქამდე ვერ დაუკავშირდნენ", - განაცხადა ჭაბაშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლოს განჩინება გაცემული აქვს სამი პირის დაკავებაზე - გუკა რჩეულიშვილზე, ირაკლი მინდელზე და სალომე ჩარკვიანზე.