logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ცვლილებების გარეშე ღმერთმა არ გვამყოფოს
- +

4 მარტი. 2016. 13:36




დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობაში არანაირ ცვლილებებს არ ელოდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ, ზეგ რაიმე არ მოხდება.



რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, სოზარ სუბარის თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა.



პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მთავრობის გუნდური პოზიცია, რადგან მთავრობა არის ერთიანი გუნდი. მართალია, თითოეული მინისტრი თავის უწყებას ხელმძღვანელობს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება ხდება გუნდურად, მთავრობაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი ზუსტად და დეტალურად იყოს ინფორმირებული იმაში, თუ რა ხდება სხვა სამინისტროებში და გუნდურად ვიღებდეთ პასუხისმგებლობას ქვეყნის და ხალხის წინაშე", - განაცხადა სუბარმა.



სუბარის თქმით, კოალიცია ერთიანია, მაგრამ თუ რაიმე ცვლილება მოხდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.



რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავა კოალიცია არჩევნებზე, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ ვართ კოალიცია და თითოეული გადაწყვეტილება იქნება კოალიციური, ერთიანად მივდივართ, მაგრამ თუ რამე ცვლილება მოხდა, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ამასწინათ ნახევრად ხუმრობით ვთქვი კიდეც, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი კოალიციები დაშლილა და ბოლოს და ბოლოს ერთა ლიგა დაიშალა.

ამ წუთში არანაირ ცვლილებებს არ ველოდები, არ იგეგმება, თუმცა ის, რომ მე არ ველოდები ან არ არის დაგეგმილი, არ ნიშნავს, რომ ხვალ, ზეგ რამე არ მოხდება. ცვლილებების გარეშე ღმერთმა არ გვამყოფოს. ცვლილება და განახლება მუდმივი და კარგი პროცესია. ეს არის საჭირო არა მხოლოდ გუნდისთვის, კოალიციისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთის, რომ მან თავისი ცხოვრების გაგრძელების სხვა ახალი გზა იპოვოს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner