logo_geo
eng_logo
დღეს თბილისის საერთსშორისო აეროპორტის განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნება
- +

11 ივლისი. 2016. 11:19


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება.


ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.


„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების დემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს სრულად განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ასევე აღჭურვილია მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკით.

 

განხორციელებული სამუშაოები 70 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და „ტავ ურბან საქართველოს" შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner