თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების დემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს სრულად განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ასევე აღჭურვილია მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკით.
განხორციელებული სამუშაოები 70 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და „ტავ ურბან საქართველოს" შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.